პროგრამის სამიზნე ჯგუფი და პროგრამაზე მიღების წინაპირობები:
პროგრამა შემუშავებულია სტუდენტებისთვის, რომლებსაც გააჩნიათ მაგისტრის დიპლომი უჯრედის ბიოლოგიაში, ნეირომეცნიერებაში, ფსიქოლოგიაში ან სხვა სპეციალობის ექვივალენტური დიპლომი; ასევე მედიცინის კვლევით პროგრამებსა და თრეინინგებში მონაწილე სტუდენტ-მედიკოსებისთვის.
აუცილებელია ნეირომეცნიერების, უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგიის, კომპიუტერული პროგრამების, სტატისტიკის საბაზისო ცოდნა, ლაბორატორიული მუშაობის ჩვევები, ასევე ინგლისური ენის ზედა შუალედურ (Upper Intermediate) დონეზე ცოდნა.
სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის სტრუქტურა
სწავლების ენა – ქართული, ინგლისური
პროგრამის ორგანიზატორები:
პროგრამის ხელმძღვანელი: მზია ჟვანია – ბიოლოგიური მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის თავის ტვინის ულტრასტრუქტურის და ნანოარქიტექტონიკის ლაბორატორიის გამგე (www.http://faculty.iliauni.edu.ge/avada_portfolio/mzia-zhvania/?portfolioID=42).
თამარ ლორთქიფანიძე – აკადემიური დოქტორი ბიოლოგიაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (www. http://faculty.iliauni.edu.ge/avada_portfolio/thamar-lorthqiphanidze/?portfolioID=4).
ნადეჟდა ჯაფარიძე – აკადემიური დოქტორი ბიოლოგიაში, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის თავის ტვინის ულტრასტრუქტურის და ნანოარქიტექტონიკის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერი
ნინო ფოჩხიძე – საკონტაქტო პირი. ტელ. 598 554516, ელ. ფოსტა: nino.pochkhidze.1@iliauni.edu.ge

