სავალდებულო კურსები:
- ფუნქციური ნეიროანატომია (6 კრედიტი)
- ნეირონი, გლია და ნეირო-გლიური დამოკიდებულებები (6 კრედიტი)
- მოლეკულური ნეირომეცნიერება ( 6 კრედიტი)
- სტრუქტურული ნეიროიმიჯინგი (6 კრედიტი)
- ნანოტექნოლოგიები ნეირობიოლოგია / ნეირომედიცინაში (6 კრედიტი)
- სადოქტორო სემინარი (3 კრედიტი)
კურსების მოკლე აღწერა:
კურსი 1. ფუნქციური ნეიროანატომია
თეორიული კურსის „ფუნქციური ნეიროანატომია“ ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან თავის ტვინის მთავარი დანაყოფების, სისტემების და ძირითადი ბირთვების სტრუქტურას, ფუნქციას, ქიმიურ ორგანიზაციას და სინაფსურ აღნაგობას. ყოველი დანაყოფი, ძირითადი ბირთვი ან სისტემა განხილული იქნება სხვადასხვა ნევროლოგიურ დაავადებებთან და თავის ტვინის დაზიანებებთან მიმართებაში. სტუდენტები შეისწავლიან
თავის ტვინის დანაყოფებს შორის არსებულ ანატომიურ და ფუნქციურ კავშირებს, და იმ მეთოდებს, რომელთა საშუალებით შესაძლებელია აღნიშნული კავშირების გამოვლენა. სპეციალური აქცენტი გაკეთდება ცალკეული დანაყოფების ნეიროციტოლოგიურ და ფუნქციურ მახასიათებლებს შორის არსებულ კავშირზე.
კურსი II. ნეირონი, გლია და ნეირონ-გლიური ურთიერთკავშირები
საგნის სწავლება დაფუძნებულია
საგნის სწავლება ეფუძნება მოწინავე შეხედულებებს გლიური უჯრედების სტრუქტურის, ფუნქციის, ნეირონებთან კომუნიკაციის და მრავალრიცხოვან უჯრედულ პროცესებში მათი მონაწილეობის შესახებ. სტუდენტები მიიღებენ განახლებულ ცოდნას აღნიშნული უჯრედების ჩართულობაზე სინაფსების განვითარების რეგულაციაში, რეგენერაციაში, ნეირონების წარმოქმნა/დიფერენციაციასა და ფუნქციურ კომპარტამენტალიზაციაში; გაეცნობიან თანამედროვე მეთოდებს, რომელთა საშუალებით შესაძლებელია გლიური უჯრედების აღნიშნული ფუნქციების შესწავლა.
კურსი III. მოლეკულური ნერომეცნიერება
კურსი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა მოლეკულური ნეიროანატომია, უჯრედშორისი კომუნიკაციის მოლეკულური მექანიზმები, ნეირონისა და გლიური უჯრედების განვითარებაზე გენეტიკური და ეპიგენეტიკური ფაქტორების ზემოქმედება, ნეიროდეგენერაციული დაავადებების და ეიროპლასტიურობის მოლეკულური საფუძვლები და სხვ. სტუდენტები ასევე გაეცნობიან კვლევის შესაბამის მეთოდებს და მათი გამოყენების შესაძლებობებს.
კურსი IV. სტრუქტურული ნეიროიმიჯინგი
კურსი გაყოფილია ორ ნაწილად: პირველი ნაწილი ნეირომეცინიერების და ნეიროანატომიის მოკლე თეორიული მიმოხილვაა. განხილული იქნება თავის ტვინის ფუნქციური დანაყოფები, სხვადასხვა უბნების ანატომია, ფიზიოლოგია, უჯრედული ფიზიოლოგია, ნეიროციტოლოგია, ფუნქციური ქსელების ორგანიზაციის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თავისეურებები. კურსის ამ ნაწილში მოხდება მეტწილად უკვე ცნობილი საკითხების გამეორება, და არა ახალი ცოდნის მიღება.
კურსის მეორე ნაწილში სტუდენტები გაეცნობიან სტრუქტურული ნეიროიმიჯინგის განსაკუთრებით მნიშვნელოვან ექსპერიმენტულ მეთოდებს. ძირითადი ყურადღება დაეთმობა: (ა) ატომურ-ძალოვანი მიკროსკოპიის ტექნიკებს, როგორიცაა უჯრედის ვისკოელასტიურობის, მექანიკური ძალების / მექანიკური თვისებების გაზომვა, ცილების, ბაქტერების და ძუძუმწოვრების უჯრედების იმიჯინგი, უჯრედის სიხისტის ტომოგრაფია, ნეირონის ნანოარქიტექტონიკაზე სამკურნალო საშუალებების ეფექტის ტესტირება და სხვ. (ბ) ტრანსმისიული ელექტრონული მიკროსკოპიის/ელექტრონული მიკრსკოპიის იმუნოციტოქიმიურ მიდგომებს, რომელთა საშუალებით შესაძლებელია ნორმასა და პათოლოგიაში სხვადასხვა ტიპის ნერონების, სინაფსების, გლიური უჯრედების, პოროსომული კომპლექსის, სხვა სუბცელულარული სტრუქტურების და ექსტრაცელულარული კომპონენტების ნატიფი აღნაგობის აღწერა; (გ) Array Tomography–ს – მაღალინფორმაციულ მეთოდს, ქსოვილის მოლეკულური ციტოარქიტექტურის შესასწავლად.
კურსი V. ნანოტექნოლოგიები მედიცინაში
კურსში განხილული იქნება ნანომედიცინის ძირითადი პრინციპები, გამოწვევები, მიღწევები. კერძოდ, სტუდენტები მიიღებენ თეორიულ ცოდნას შემდეგ საკითხებზე; – ნანოტექნოლოგიური რევოლუცია მედიცინაში; – ნანოკარიერები/ნანონაწილაკები; – ნანოკარიერების/ ნანონაწილაკების ქიმია; – თერანოსტიკები; – მულტიფუნქციობა ნანოდიაგნოსტიკასა და ნანოთერაპიაში; – ნანოკარიერები და ბიოლოგიური ბარიერები; – ნანომიზნობრიობა; – ნანომგრძნობელობა, ნანოსენსორები; – მულტიმოდალური ნანობიოლოგიური იმიჯინგი; – ნანოფარმაკოთერაპია; – გენური თერაპია; – ღეროვანი უჯრედების ნანოტექნოლოგია; – ქსოვილის ნანოინჟინერია; – ნანოტოქსიურობა; – ნანომედიცინის განსაკურებით მნიშვნელოვანი პროექტები.
კურსი VI. სადოქტორო სემინარი
ყოველი დოქტორანტისთვს აუცილებელი იქნება მინიმუმ სამი სამეცნიერო პრეზენტაციით წარდგენა. სამუშაო ენა – ქართული ან ინგლისური. საკითხები უნდა ეხებოდეს კვლევის თემატიკას, მაგრამ მასთან უშულოდ დაკავშირებული არ იყოს. სემინარების ორი ძირითადი მიზანია: (ა) სტუდენტები გაეცნობიან უჯრედული ნეირომეცნიერების/ნანონეირმეცნიერების ფართო სფეროს, (ბ) სტუდენტები გაამყარებენ თავის კომპეტენციებს კვლევასა და პრეზენტაციების მომზადებაში.
პროგრამის სამიზნე ჯგუფი – პროგრამაზე მიღების წინაპირობები
პროგრამა შემუშავებულია სტუდენტებისთვის, რომლებსაც გააჩნიათ მაგისტრის დიპლომი მოლეკულურ ნეირომეცნიერებებში, ნეირომეცნიერებაში, ფსიქოლოგიაში ან ექვივალენტური, ასევეკ მედიცინის კვლევით პროგრამებსა და თრეინინგებში მონაწილე სტუდენტ-მედიკებისთვის. შესაბამისად, აუცილებელია ნეირომეცნიერების, მოლეკულური ბიოლოგიის, მოლეკულური ნეირომეცნიერების, კომპოიუტერული პროგრამების, სტატისტიკური ანალიზის საბაზისო ცოდნა, ლაბორატორიული მუშაობის ჩვევები, ასევე ინგლისური ენის ზედა შუალედურ (Upper Intermediate) დონეზე ცოდნა.

